13 ივლისი, 2016

ნოდარ დუმბაძის დაბადების დღე ჩოხატაურში აღინიშნება

nodar34514 ივლისი ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის დაბადების დღეა.

ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ნოდარ დუმბაძის დაბადების დღეს, 14 ივლისს, მის მშობლიურ მხარეში ჩოხატაურში აღნიშნავს.

“ყველანი მივემგზავრებით ჩოხატაურში წარმოდგენის სანახავად. დაგვემგზავრეთ თქვენც!” – აცხადებენ ფესტივალის ორგანიზატორები.

წარმოდგენა, რომელიც ჩოხატაურში იქნება წარმოდგენილი, დაიდგა ნოდარ დუმბაძის მოთხრობების ,,მე ვხედავ მზეს“, ,,ნუ გააღვიძებ“ და ,,სისხლი“ მიხედვით.