ნინო ანანიაშვილის სიურპრიზი მაყურებელს

nino-ananiashvilis-lekuri1ქართველმა პრიმა ბალერინამ ნინო ანანიაშვილმა ქართველ მაყურებელს სირუპრიზი მოუწყო.

საბალეტო დასმა 164-ე სეზონი გრანდიოზული გალა-კონცერტით დახურა. მაყურებელმა იხილა ჯორჯ ბალანჩინის ერთმოქმედებიანი ბალეტები Concerto Barocco და Symphony in C და ფრედერიკ ეშტონის ბალეტი „მარგარიტა და არმანი“, რომელშიც მთავარი პარტიები ნინო ანანიაშვილმა და დასის სოლისტმა ფრენკ ვან ტონგერენმა შეასრულეს.

გალაკონცერტის ბოლოს, პრიმა ბალერინამ მაყურებელს სიურპრიზი მოუწყო და წარმოდგენა მოულოდნელი ნომრით დაასრულა. ნინო ანანიაშვლიმა სუხიშვილებთან ერთად ლეკური იცეკვა.

საბალეტო დასისთვის 164-ე თეატრალური სეზონი საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა. მოცეკვავეებმა მაყურებელს 7 საბალეტო პრემიერა შესთავაზეს, 27 სპექტაკლი წარმოადგინეს და გასტროლებზე ესპანეთში, იტალიასა და რუსეთში იმყოფებოდნენ.

165-ე საბალეტო სეზონს დასი შემოდგომაზე “ჟიზელის” პრემიერით გახსნის. პრემიერამდე კი ქართველ მოცეკვავეებს ამერიკაში ელოდებიან, სადაც წარმოდგენილი იქნება ბალანჩინის პროგრამა, “საგალობელი” და “მარგარიტა და არმანი”.