Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მცხეთა საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა სიაში აღარაა

13 ივლისი, 2016

1mcxetis-rejimiსტამბულში UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მე-40 სესია გაიმართა, სადაც მცხეთის ისტორიული ძეგლების საკითხი იქნა განხილული.

2009 წლიდან მცხეთის ისტორიული ძეგლები საფრთხეში მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში იქნა შეტანილი. ბოლო წლებში მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში განხორციელებული შეუსაბამო მშენებლობების შედეგად, აღიშნულ ძეგლებს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოღების რეალური საფრთხე დაემუქრათ.

სესიაზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, მცხეთა საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა სიაში აღარ არის.

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა მცხეთის ისტორიული ძეგლები საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხიდან ამოიღო და მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში დააბრუნა.