“მოირა” მთავარი პრიზის მფლობელია

moiras-gamarjveba1რეჟისორ ლევან თუთბერიძის ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი “მოირა” კიდევ ერთი საერთაშორისო კინოფესტივალზე მონაწილეობდა, სადაც მთავარი პრიზის მფლობელი გახდა.

საქართველოს მიერ ოსკარზე ნომინირებული ფილმის წარმატების შესახებ ინფორმაცია მისმა რეჟისორმა გაავრცელა:

– ახლა მივიღე ინფორმაცია, რომ ბურგასის საერთაშორისო კინოფესტივალზე “მოირამ” კიდევ ერთი მთავარი პრიზი აიღო… საუკეთესო მხატვრული ფილმის ნომინაციაში… ვულოცავ მთელ ჯგუფს… კარგია რა…”