17 ივლისი, 2016

“მძიმე პრემიერა ჩემთვის”

nino-surguladze-aidashi1მსოფლიოში ცნობილი ქართველი საოპერო მომღერლისთვის, ნინო სურგულაძისთვის სან კარლოს ლეგენდარულ თეატრში შესრულებული “აიდას” პრემიერა ყველაზე მძიმე აღმოჩნდა.

ნინო სურგულაძე:

“აიდა სან კარლოს ლეგენდარულ თეატრში.

მძიმე პრემიერა ჩემთვის… ტრაგედიის მეორე დღეს. სპექტაკლის დაწყებამდე მაყურებელმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგო ნიცაში დაღუპულთა ხსოვნას.

პრემიერის მიმდინარეობისას, როგორც მერე სპექტაკლის დასრულებისას, ყველამ შევიტყვეთ, თურქეთში განვითარდა ტრაგიკული მოვლენები.

ამნერისის ბოლო სიტყვები და ოპერის ბოლო სიტყვები (Peace, peace, peace) ( მშვიდობა, მშვიდობა, მშვიდობა) გულის სათქმელს ამბობდა და ამბობს.

მშვიდობას გისურვებთ!”