ხანძარი სამხატვრო აკადემიაში

1samxatvro აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემიაში ხანძარი გაჩნდა.

გრიბოედოვის ქუჩა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გადაკეტა.

ადგილზე მივიდნენ სახანძრო მანქანები.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი შენობის იატაკს გაუჩნდა. დამწვარია დაახლოებით 15 კვ. მეტრი ფართი.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და შენობის სხვა ნაწილში ცეცხლის გადადების საფრთხე არ არსებობს.