18 ივლისი, 2016

“კაზანტიპის” ქალაქი დაიწვა

kazantip1ცნობილი მუსიკალური ფესტივალის “კაზანტიპის” ქალაქი დაიწვა.

ინფორმაცია და ფოტოები ამის შესახებ ფესტივალის დამფუძნებელმა ნიკიტა მარშუნოკმა გაავრცელა:

“ამ ადგილმა შეძლო არარსებული რესპუბლიკა გამხდარიყო. კაზანტიპი იყო მსოფლიოში საუკეთესო მუსიკალური მოვლენა. მის სცენაზ უკრავდნენ მსოფლიოში საუკეთესო ელექტრონული მუსიკის ვარსკვლავები და ცეკვავდნენ პლანეტის საუკეთესო ადამიანები.

სოფელ პოპოვკას ლეგენდარული პლაჟი ამ ხნის განმავლობაში გართობის მასშტაბური ღონისძიებების მომსწრე იყო, მაგრამ დღეს ის სირცხვილისგან დაიწვა, რადგან ნახა, რად აქციეს ის მახინჯმა და საშინელმა ადამიანებმა, რომლებიც მორალისტებად, პატრიოტებად და მომავალი თაობის აღმზრდელებად მიიჩნევენ თავს.”

“კაზანტიპის” ქალაქი წლების განმავლობაში ყირიმის სოფელ პოპოვკაში მდებარეობდა. ხანძარი ე.წ. ყაზარმის ტერიტორიიდან დაიწყო, რომელსაც უცნობი პირები საწყობად იყენებდნენ.

უკრაინაში მიმდინარე ომისა და ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, 2014 წელს კაზანტიპს საქართველომ უმასპინძლა და ის დიდი დაპირისპირებებისა და წინააღმდეგობების მიუხედავად, ანაკლიაში ჩატარდა.