10 ივლისი, 2016

“ჯანმრთელობა ვუსურვოთ ბატონ კახის!”

kaxi-avadaa1– ჩვენთვის საყვარელი კახი კავსაძე ავადაა, გთხოვთ, გავამხნევოთ!” – ვრცელდება თხოვნა, რომელსაც მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი მიშა გომიაშვილი ეხმაურება:

– დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა ვუსურვოთ ბატონ კახის!

ყველასთვის საყვარელი თეატრისა და კინოს ვარსკვლავი კახი კავსაძე არაერთხელ გამხდარა დეზინფორმატორების მსხვერპლი. მსახიობს ხან მძიმე ავადმყოფად აცხადებენ, ხანაც გარდაცვლილად.

მიშა გომიაშვილის გზავნილიც მსგავს შემთხვევას ეხმაურება:

“ტყუილია!!!! ტყუილი!!!! ნუ დებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას!… მით უმეტეს, ასეთ ადამიანებზე, რომლებიც მთელ ქვეყანას უყვარს….. დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა ვუსურვოთ ბატონ კახის!”

kaxi-avadaa123