გიორგი ყორღანაშვილი მამა გახდა

1giorgi-korganashvili-dainishnaსამეფო უბნის თეატრის ახალგაზრდა მსახიობი გიორგი ყორღანაშვილი მამა გახდა.

გიორგი ფართო საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც მისი სიცოცხლის გადასარჩენად ცნობილი ადამიანები გაერთიანდნენ და მთელმა საქართველომ მისი გადარჩენა შეძლო.

გიორგი სალი ბეჟიაშვილზე გასულ წელს დაქორწინდა და 25 ივლისს პირველი შვილი – ბიჭი შეეძინათ. ახალბედა მშობლებმა მას ალექსანდრე დაარქვეს. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს.

გიორგი ყორღანაშვილი, სალი ბეჟიაშვილი და მათი პატარა ალექსანდრე მილოცვებს და საუკეთესო სურვილებს მრავლად იღებენ.