25 ივლისი, 2016

“ეს კარგად დაიმახსოვრეთ!”

1nino-chxeidzeმომღერალი ნინო ჩხეიძე კიევში იმყოფება. უკრაინის დედაქალაქიდან ნინო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

ნინო ჩხეიძე:

“სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ისეთი დრო მოვიდა ჩემს გარშემო, ვინც კი კატა და უსუსური იყო, ყველა გაძაღლდა.

ჰგონიათ, სტატუსი მოიპოვეს და დამკვიდრდნენ ცხოვრებაში…

ყველაფერი დროებითია და წარმავალი, ვინ ვინ ხართ, დრო გვიჩვენებს, მაგრამ კაცობა, ადამიანობა და ერთგულება მარადიულია….

სანამ გაიყიდებით, მანამდე დაფიქრდით, რას იგებთ იმის სანაცვლოდ, რომ ნახმარ ხელსახოცებს ემსგავსებით…

ორპირ და მოთამაშე ადამიანს ყოველთვის იხმარენ და გადააგდებენ ნებისმიერ სფეროში, ეს კარგად დაიმახსოვრეთ!

ასე რომ, მოთამაშეებო, ძაან საცოდავად გამოიყურებით….!!

ყველაფერი წინ არის!”