Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ელდარ შენგელაიას ყველაზე დიდი ტკივილი

26 ივლისი, 2016

eldar_shengelaia22კინორეჟისორი ელდარ შენგელაია წლების შემდეგ კვლავ დაუბრუნდა გადასაღებ მოედანს და სულ მალე მაყურებელს ახალ ფილმს წარუდგენს.

“სავარძელი” – ასე ეწოდება ფილმს, რომელიც რეჟისორის კინოკარიერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია.

ხანგრძლივ შემოქმედებით პაუზას თავისი მიზეზი ჰქონდა. ეს ელენე შენგელაიაა – ელდარ შენგელაიას უმცროსი ქალიშვილი, რომელიც 33 წლის გახდებოდა.

ელენე 23 წლის ასაკში ავტოკატასტროფამ იმსხვერპლა. 25 წლის აღსანიშნავად მამამ ნაბოლარა შვილს სპეციალური ვიდეო მიუძღვნა, რომელშიც ელენეს ბავშვობიდან სიცოცხლის ბოლომდე უმნიშვნელოვანესი მომენტებია გაერთიანებული.

 

„ჩემი აზრით, დრო მხოლოდ ციფრები და ორი ისარი არ არის. ეს არის რაღაც, რომლის უაზროდ დაკარგვა არ შეიძლება. დრო სათუთი რამაა, სათუთად მოპყრობა სჭირდება, თორემ მერე ვინანებთ. ყველა ადამიანს სიცოცხლე დანიშნული აქვს, მაგრამ ეს მან არ იცის. Time is very expensive! გავა დრო და შეიძლება ეს დღიური სასაცილოც კი იყოს. ასეთია ცხოვრება. ვინ მოიგონა საათი, ალბათ უფალმა, რომელმაც ცხოვრება ააწყო.“ – ეს 12 წლის ელენე შენგელაიას ჩანაწერია დღიურში.

როგორც დედა, ნელი დავლიანიძე იხსენებს, ელენეს ხშირად წინათგრძნობა ჰქონდა:

“ამბობდა, მე არ გავთხოვდები, ქმარი არ მეყოლებაო. ხან ამბობდა, მინდა შვილს ნიცა დავარქვაო. იმ ბოლო ზაფხულს, აგვისტოში, ქობულეთში 10 დღე დაისვენა, ჩვენ თბილისში ვიყავით. სანამ წავიდოდა, მითხრა, ისეთი შეგრძნება მაქვს, მალე უნდა მოვკვდეო. იმ საბედისწერო ზაფხულს მანქანის ყიდვა არანორმალურად აიჩემა. ელდარს არ უნდოდა, მანქანა ელენეს საქმე არ არისო, მაგრამ… მანქანამ იმსხვერპლა და 23 წლის ასაკში დაასრულა სიცოცხლე.”

ელდარ შენგელაია დღემდე ვერ პატიობს საკუთარ თავს, რომ შვილს მანქანა უყიდა. თავის თავს სულ საყვედურობს, მანქანა რომ არ გვეყიდა, იქნებ ტრაგედია თავიდან აგვეცილებინაო:

“ჩემი უდიდესი ტკივილია ჩემი უმცროსი ქალიშვილი – ელენე. ის რომ დაიღუპა, თავის მოკვლა მინდოდა. სასწაული გოგო იყო. სწავლობდა გერმანიაში, ამერიკაში, ინგლისში. ყველგან უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა. სამწუხაროდ, მისი სიცოცხლე 23 წლის ასაკში შეწყდა.”