17 ივლისი, 2016

დავით ოქიტაშვილი დავით კინწურაშვილს გადადგომისენ მოუწოდებს

1dato-okitashviliსაქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი და საქართველოს ხელოვანთან პროფესიული კავშირის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდს მხარდაჭერას უცხადებს და დავით კინწურაშვილს სამხატრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგომისკენ მოუწოდებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით დავით ოქიტაშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც ის ოპერისა და ბალეტის თეატრში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება:

“როგორც ოპერის პირველმა პირმა, სიტუაციის ნორმალიზებისა და დაძაბულობის თავიდან აცილებისათვის, ეს ქმედითი ნაბიჯი უნდა გადადგათ და ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოთ.

არ გაიმეტოთ თავი და შთამომავლობა. როცა საკუთარი თანამშრომლები, მთელი დასი გიპირისპირდებათ და აცხადებს, რომ დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებთ, არც ერთი თანამდებობა არ ღირს ამდენ ლანძღვად.

გონიერი ადამიანი არასოდეს დაუშვებს უზნეობას. გონებრივი და ზნეობრივი თითქმის ყოველთვის ემთხვევა ერთმანეთს.

მე, როგორც ასევე საქართველოს ხელოვანთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტი, მოგიწოდებთ შეწყვიტოთ მუქარა თეატრის გუნდისა და თანამშრომლების მიმართ და თანამდებობის შესანარჩუნებლად ნუ მიმართავთ ბინძურ ხერხებს.

მუქარით და დაშინებით მმართველობის დრო საქართველოში 2012 წლის პირველ ოქტომბერს დასრულდა. თუ მხარს არ გიჭერს იმ ადამიანთა უმრავლესობა, რომელსაც შენ უნდა ემსახურო, ბატონო დავით, მოგიწოდებთ, დადექით იქ, სადაც ზნეობა ზეიმობს.”