12 ივლისი, 2016

ანდრია გველესიანი საერთაშორისო კონკურსზე

andria-gvelesiani1მსახიობი და მომღერალი ანდრია გველესიანი “ცეკვავენ ვარსკვლავების” დასრულებისთანავე ახალ პროექტში ჩაერთო.

ახმეტელის თეატრის მსახიობმა კიდევ ერთ საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის გადაწყვეტილება მიიღო და საქართველო დატოვა.

ანდრია გველესიანი ჩვენს ქვეყანას ბელორუსიაში “სლავიანსკი ბაზარზე” წარადგენს, რომელიც წელს 25-ედ ჩატარდება.

ინფორმაცია ანდრიას მამამ, ანსამბლ “რუსთავის” წევრმა, დავით გველესიანმა გაავრცელა:

“ჩემო სიხარულებო! ანდრია გახლავთ საქართველოს წარმომადგენელი ბელორუსიაში საერთაშორისო კონკურსში “სლავიანსკი ბაზარ.” წარმატება ვუსურვოთ მას, რომ კიდევ ერთხელ ასახელოს ჩვენი სამშობლო.”

“სლავიანსკი ბაზარი 2016” 12 ივლისს დაიწყება და 20 ივლისს დასრულდება.