ანდრია გველესიანი ფინალისტია

andria-gveles1“ცეკვავენ ვარსკვლავების” შემდეგ, მსახიობი და მომღერალი ანდრია გველესიანი ისევ ფინალისტია.

ანდრია ვიტებსკში იმყოფება, სადაც სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე “სლავიანსკი ბაზარ 2016” საქართველოს წარადგენს.

წარმატების შესახებ ინფორმაციას საქართველოს წარმომადგენელი თავად ავრცელებს:

“გადავედი ფინალში!

მადლობა ღმერთს, ყველაზე დიდი ბედნიერებაა როცა გრძნობ, რომ უფალი გმფარველობს…

შემთხვევით არ ხდება არაფერი…

თავიდან მოგვიწია ნომრების აღება და ისევ 7 ნომერი ამომივიდა, ასე რომ, განვაგრძობ

იღბლიანი ბიჭის სტატუსით წინსვლას!

ფინალშიც მეშვიდე გამოვალ!”