9 ივლისი, 2016

“ჩვენი ძალა ხელოვნებაშია!”

edmond1ჩვენი ძალა ხელოვნებაშია! – ამ განცხადების ავტორი რუსთაველის თეატრის მსახიობი ედმონდ აბაშიძე-მინაშვილია. ის ახალი ინიციატივით გამოდის და სახელმწიფოს კულტურისთვის მეტი ფინანსების გამოყოფისკენ მოუწოდებს.

ედმონდ აბაშიძე-მინაშვილი:

“კულტური სფეროს მივცეთ თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის ნახევარი და ყველა ომს მოვიგებთ – ჩვენი ძალა ხელოვნებაშია!

ქართველი კაცი მუდამ ბრძოლაში იყო და იმ დიდი გმირების წყალობით ვარსებობთ დღეს, რომლებმაც თავი შესწირეს მშვიდობას და ჩვენს კეთილდღეობას, მათი სახელები კულტურულ ძეგლად უნდა ვაქციოთ, XIX საუკუნის მთავარი გამოწვევა, განათლებისა და ნიჭიერების ომია.

შეიძლება ქვეყანას ჰქონდეს, ძლიერი თავდაცვა, ძლიერი ჯანდაცვა, ძლიერი ეკონომიკა, ზღაპრული ინფრასტრუქტურა, მაგრამ სახელმწიფოს თუ არ აქვს ძლიერი კულტურა, ის “სახელმწიფო” სახელმწიფოდ ვერასდროს შედგება!”