14 ივლისი, 2016

ფილმს ექვთიმე თაყაიშვილზე პრობლემები შეექმნა

eqvtime1პირველ მხატვრულ ფილმს ქართული საგანძურის მეჭურჭლეთუხუცესზე, ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხულ ექვთიმე თაყაიშვილზე პრობლემები შეექმნა.

ფილმის გადაღებები ერთი წელია მიმდინარეობს და მასში მთავარ როლს რეზო ჩხიკვიშვილი ასრულებს.

ნიკოლოზ ხომასურიძე, ფილმის რეჟისორი:

“ბრძოლის ერთი წელი გავიდა, რაც “ექვთიმე”-ს მხატვრული ფილმის გადაღება დავიწყეთ და საკუთარი ძალებით თითქმის ნახევარი უკვე გადავიღეთ.

ნამდვილად არ მეგონა, თუ საქართველოში ექვთიმე თაყაიშვილზე პირველი მხატვრული ფილმის შექმნას ამდენი მოწინააღმდეგე და პრობლემა შეხვდებოდა.

თუმცა ხალხის მხარდაჭერით ჩვენ აუცილებლად განვახორციელებთ სრულად ამ ფილმს და მალე ყველა ერთად ვიხილავთ კინოეკრანებზე ექვთიმესა და ქართული საგანძურის გაცოცხლებულ უნიკალურ ისტორიას.”