7 ივლისი, 2016

სამწუხარო ამბავი ტაო-კლარჯეთიდან

nixaxi1– სამწუხარო ამბავი ტაო-კლარჯეთიდან, – ამ განცხადების ავტორი ისტორიკოსი ბუბა კუდავაა.

ისტორიულ ტაო კლარჯეთში არაერთი ქართული ძეგლია, ამიტომ ჩვენი საზოგადოების ყურადღება თურქეთის ამ ტერიტორიისკენ განსაკუთრებულად არის მიპყრობილი.

ბუბა კუდავა:

“სამწუხარო ამბავი ტაო-კლარჯეთიდან…

ნიხახი შუა საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთი სასაზღვრო პუნქტი იყო. მდებარეობდა ჭოროხის პირას და სამხრეთიდან მომავალ მტერს ერთ-ერთი პირველი ხვდებოდა.

აქ ბოლო პერიოდამდე შემორჩენილი იყო ციხესიმაგრე და ეკლესიის ერთადერთი, ჩრდილოეთის კედელი, რომელიც თაღებით ლამაზად იყო გაფორმებული (ძველი ნიხახის ადგილას დღეს სოფელი იოქუშლუა).

ახლახან მისულებს იქ ის ერთი კედელიც არ დაგვხვდა. დაუნგრევიათ გზის გაფართოებასთან დაკავშირებული სამუშაოების გამო. ისტორიული ძეგლის ხელყოფა ხომ დანაშაულია (ცხადია, თურქული კანონმდებლობითაც), მაგრამ პრაქტიკულადაც არ უშლიდა ხელს გზის გაფართოებას…

კიდევ ერთი მაგალითი, რა საშურია ტაო-კლარჯეთის ისტორიული ძეგლების დროული ფიქსაცია…”