8 ივლისი, 2016

ოთო ნემსაძე: “არასწორია!”

1oto-nemsadze-bodishs-ixdisმომღერალი ოთო ნემსაძე იმ ქმედებებზე საუბრობს, რომლებიც მის სფეროში ხორციელდება. “არასწორია!” – ამბობს ოთო და კოლეგებს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

ოთო ნემსაძე:

“ძალიან საყურადღებო რაღაც მინდა ვთქვა და, პირველ რიგში, საკუთარ თავს ვგულისხმობ – ივენთ კომპანიებიდან ნუღარ დამირეკავთ კონცერტებზე (ისედაც 3-4-ია) კონტრაქტების გარეშე.

მერამდენედ უნდა მოხდეს, რომ გადაგადებინებენ უამრავ საქმეს და მერე ძალიან მარტივად ერთი დღით ან ერთი საათით ადრე გადაგაგდებენ. უამრავი საქმე გვაქვს და თქვენს გამო ბევრჯერ სხვა კონცერტებზე გვითქვამს უარი!!!

არასწორია!!!

და ჩემს კოლეგებსაც ვთხოვ, რომ კონტრაქტის გარეშე ნუ წახვალთ ნურსად – ერთადერთი გარანტიაა ჩვენთვის. (უყვარხართ ოთარას)”