27 ივლისი, 2016

დათო ხუჯაძე: “თავებს დაგიტეხავთ!”

dato-xujadze1მომღერალი დათო ხუჯაძე რუსეთში რამდენიმე წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, კვლავ საქართველოში დაბრუნდა. როგორც ჩანს, მომღერალს პრობლემები აქვს. ის თავდასმხმელებს, რომლებიც უკნიდან ეპარებიან, თავების დატეხვით ემუქრება.

დათო ხუჯაძე:

“ერთი თვის წინ მომივიდა ჩხუბი სამ ტიპთან, სიმართლე გითხრათ, არც ვიცი რის გამო მოხდა. ვის არ უჩხუბია, მაგრამ ეგ კიდე განმეორდა რამოდენიმეჯერ და მინდა ვუთხრა, რომ უკვე 1-1-ია.

მაინტერესებს, როგორ გრძნობს თავს ერთ-ერთი იმათგანი და შემდეგში 2-1 იქნება ჩემს სასარგებლოდ. თავებს დაგიტეხავთ! თუ კაცები ხართ, პირდაპირ მოდით და არა უკნიდან, მაგრამ მაგდენი კაცობა სად გაქვთ!”