13 ივლისი, 2016

გოჩა შალიკაშვილი გარდაიცვალა

gocha-shalika151 წლის ასაკში მსახიობი გოჩა შალიკაშვილი გარდაიცვალა.

გოჩა შალიკაშვილი საქართველოში პანტომიმის თეატრის დამაარსებლის, მაესტრო ამირან შალიკაშვილის შვილი იყო.

1987-1992 წლებში გოჩა შალიკაშვილმა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო თეატრის და კინოს ინსტიტუტში “თეატრის დაგეგმარება და მართვა” შეისწავლა. 1990-1992 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში “ჟურნალისტიკა” მეორადი ფაკულტეტი.

1981-1988 წლებში იყო პანტომიმის სახელმწიფო თეატრის მსახიობი და მონაწილეობდა სპექტაკლებში “ელექტრა”, “მცირე მიწა”, “კიდევაც დაიზრდებიან”, “ფიროსმანი მეფე”, “სტუმარ-მასპინძელი”, “ოცნება და სინამდვილე”.

go1

1988-1994 წლებში პანტომიმის სახელმწიფო თეატრში დირექტორის მოადგილე იყო, 1994-2000 წლებში – მუსიკალური სანახაობრივი ცენტრი “ბერიკონი”-ს სამხატვრი ხელმძღვანელი, 2000-2004 წლებში – პანტომიმის სახელმწიფო თეატრის დირექტორი, 2004-2009 წლებში – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მთავარი ადმინისტრატორი, 2010 წლიდან დღემდე – საფეხბურთო კლუბ თბილისის “დინამოს” აკადემიის მთავარი ადმინისტრატორი, 2014 წლიდან კი პანტომიმის სახელმწიფო თეატრის ადმინისტრატორი.

goch1