4 ივლისი, 2016

“არაფერი საგანგაშო ოპერაში არ მომხდარა”

1tbilisi-opera– არაფერი საგანგაშო ოპერაში არ მომხდარა. ულამაზეს ეპიზოდს ვიღებდით ჩვენი ულამაზესი ოპერის შენობაში, რაც დაშვებულია და ლეგალურია, – ასეთ განცხადებას აკეთებს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მიმდინარე გადაღებების პროდიუსერი ხათუნა ხუნდაძე:

“საყვარელო მეგობრებო, არაფერი საგანგაშო ოპერაში არ მომხდარა. ულამაზეს ეპიზოდს ვიღებდით ჩვენი ულამაზესი ოპერის შენობაში, რაც დაშვებულია და ლეგალურია.

საოცრად მნიშვნელოვანია ასეთ ორ დიდ რეჟისორთან და ფირმასთან თანამშრომლობა, როგორიცაა Ajay Jain&Sanjukta Jain, რომლებიც უჰონორაროდ მონაწილეობენ გადაღებაში.
გადაღების თემა XIX საუკუნის საფრანგეთის სალონური გარემოა, რომელიც ულამაზესი გამოდის და უახლოეს მომავალში დავდებ ინტერნეტ სივრცეში.

ფოტოები, რომელიც ინტერნეტით გავრცელდა გადაღებულია backstage-ში და არ ასახავს რეალურ სიუჟეტს. ბევრი ფოტო არ მაქვს გადაღებული, უახლოეს დღეებში მათაც მოგაწვდით.
ოპერას მადლობის მეტი რა უნდა ვუთხრა, გვერდში დგომისა და თანამშრომლობისათვის. თუ შეიძლება ოპერის თეატრს ნუ რევთ სიბინძურეებში.”

თავის მხრივ, თეატრმა შპს ,,ქართული კინოს განვითარების ცენტრის“ და მისი დირექტორის მერაბ კოკოჩაშვილის წერილი გამოაქვეყნა, რის საფუძველზეც გაქირავდა ოპერის შენობის რამდენიმე სივრცე ამავე კინოსტუდიაზე.

werili-operas1

werili-opeerasss1