Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ჯემალ, ქვეყნის მოღალატე ხარ!”

27 ივლისი, 2016

1jemal-sefiashviliკომპოზიტორმა ჯემალ სეფიაშვილმა პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და არჩევანი ახალ პოლიტიკურ პარტიაზე “ერთიანი საქართველოსთვის” შეაჩერა. პარტია “ქართული ოცნების” ყოფილმა წევრმა თამაზ მეჭიაურმა დააარსა.

სწორედ ჯემალ სეფიაშვილის და თამაზ მეჭიაურის გორში ვიზიტს ეხმაურება ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი ნინო გიორგაძე, რომელმაც ისინი რესტორანში რუს დეპუტატთან ერთად ნახა.

ნინო გიორგაძე:

“ერთ-ერთ რესტორანში ვივახშმეთ, გვერდით სუფრასთან პარლამენტარი და რამოდენიმე ცნობილი ხალხი მუსააფობდა გორელებთან ერთად.

ეს ცნობილი სახე სცენაზე ავიდა, ჯიბიდან დისკი ამოიღო და მუსიკოსებს მიაწოდა, სანამ იმღერებდა საჭიროდ ჩათვალა სიტყვით მოემართა ჩვენთვის და გვითხრა, დარწმუნებული ვარ, გორელები თამაზ მეჭიაურს აძლევთ ხმასო, გვერდით მაგიდასთან სწორედ ბატონი თამაზი ზის და გვერდს რუსეთის დუმის დეპუტატი უმშვენებსო, რომელთანაც დიდი პოლიტიკური გეგმები გვაქვსო, აბა, ვის გჯერათ, რომ რუსეთის გარეშე ვერ ვიარსებებთო?! ხალხი გაისუსა, მე კი „ურა“-სავით შევყვირე „არავიიიის“-თქო, გაუტყდა!

გადავხედე მაგიდას, სულ კაცები, მხოლოდ დუმის დეპუტატს უჯდა გვერდში ქალი, სავარაუდოდ რუსი.

მოკლედ… აშკარა იყო დაავიწყდა, რომ სამღერლად ავიდა, მერე გაახსენდა, იმღერა, ნამღერს რამოდენიმემ ტაშიც დაუკრა.

მეორედ იმღერა რაღაც რუსულად დუმის დეპუტატის საამებლად, ტაში აღარავინ დაუკრა!
გაბრაზდა…

მოგვაძახა, ხვალაც კი არ ნახავთ ჯემალ სეფიაშვილისნაირ ხელოვანსო… დაგვაყვედრა!

გიხაროდენ! ჩვენ გორის ქალთა კამერული გუნდის ქალაქი ვართ, ჯემალ, და შენ, ქვეყნის მოღალატე!”