Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ჩვენ არ გვჭირდება შეხსენება, რომ რუსეთი ოკუპანტია”

24 ივლისი, 2016

1mgzavrebiჯგუფი “მგზავრები” მთელი წლის განმავლობაში ასობით კონცერტს მართავს. საგასტროლო ქალაქების სიაში მრავლადაა უკრაინის და რუსეთის ქალაქები. ჯგუფის წევრები ქართველებმა განსაკუთრებით მაშინ გააკრიტიკეს, როცა 9 აპრილს კონცერტი რუსეთში ჩაატარეს.

რეჟისორ დავით იმედაშვილის შვილმა, ლუკა იმედაშვილმა გაავრცელა ვიდეოჩანაწერი სახელწოდებით „რუსეთი მტერია? რა თქმა უნდა“. ვიდეოში ლუკამ ამ საკითხზე დეტალურად ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა “მგზავრების” მიერ 9 აპრილს რუსეთში გამართულ კონცერტზე:

“ისინი ხომ არაფრით გამორჩეული ს…ბი არიან, 20-კაციანი ჯგუფიდან ერთსაც არ გაუტყდა, რასაც აკეთებდნენ. 9 აპრილიდან დაიწყეს და მთელი თვე რუსეთს უმღეროდნენ. ახლა ვიღაც კონცერტის ერთწუთიან დუმილზე ნუ დამიწყებს ლაპარაკს. თავს ნუ იტყუებთ.”

ლუკას ამ განცხადებას “მგზავრების” ყოფილი წევრი ნინი დედალამაზიშვილი გამოეხმაურა:

“დათო იმედაშვილმა მისი დიდი სურვილით, ფილმ “ოცნების ქალაქის” სცენარის მიხედვით, „მგზავრების“ მეგობრის როლში გადაიღო მისი შვილი, მახსოვს გახარებული ლუკა ამ ფაქტით, რომ მის საყვარელ ჯგუფთან ერთად მოუწევდა თამაში (ვისაც ფილმი ნანახი აქვს ამოიცნობს ლუკას).

მას მერე გადაღებებზე ბევრი გაუგებრობა მოხდა, დათო ცნობილია არაკეთილსინდისიერი თანამშრომლობით ადამიანებთან, არ ვსაუბრობ მის ფილმოგრაფიაზე რომელიც კინოკრიტიკოსების შესაფასებელია, ხშირად მოდიოდა ჩვენთან სახლში, გვიხსნიდა როგორ უყვარს მგზავრების მუსიკა სურვილი ჰქონდა გამხდარიყო ჯგუფის პროდიუსერი, თუმცა მისი ნდობა ფინანსურად შეუძლებელი იყო კონკრეტული ფაქტებიდან გამომდინარე. ჩვენს გარდა, ბევრთან შეექმნა კარიერის მანძილზე პრობლემები, მახსოვს პირად საუბრებში რუსული ბაზარიც ძალიან მოწონდა ფილმის კინოგაქირავებისთვის.

გადის წლები და არ ჩერდება, ქვეცნობიერად ვერ გველევა. გულით ვუსურვებ საკუთარი თავით დაკავდეს, გადაიღოს ფილმები უკეთესი ხარისხის, ჩვენ მხოლოდ გაგვეხარდება. ჩვენს კრიტიკას ურჩევნია ლუკას „ბაბულიკური“ მიმართვა მეტად არგუმენტირებული გახადოს, მინიმუმ ურჩიოს…

ჩვენ არ გვჭირდება შეხსენება, რომ რუსეთი ოკუპანტია და დღეს, როდესაც საინფორმაციო ომია, ჯგუფს, რომელსაც ჰყავს დიდი რაოდენობით მსმენელი, მათთან ამ ფორმით მიაქვთ ინფორმაცია! 9 აპრილის შესახებ იქ აღარავის ახსოვს და მას მერე ბევრმა ადამიანმა დაიწყო ინფორმაციის მოპოვება რა მოხდა თბილისში ამ დღეს გიგის სიტყვის შემდეგ!

მგზავრები 700-მდე კონცერტს ითვლის მთელი წლის გაწერილი გეგმით, გავსებული სტადიონები და საკონცერტო დარბაზები რუსეთში, უკრაინაში და სხვა ქვეყნებში.

პ.ს ამერიკული ტურნესთვის ვემზადებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები პროდიუსერებთან და არ გვცალია შენი მედროვე პოპულისტური განცხადებებისთვის.

დრო ფულია, რომელიც ესე ძალიან გიყვარს და ნუ ხარჯავ არარაციონალურად, ჯობია იმ საქმეს მოახმარო ეს დრო, რომელშიც ამდენი პროფესიული ხარვეზი გაქვს. შედგე კარგ კინორეჟისორად და გპირდები, პირველი მე ვიქნები, ვინც გიგულშემატკივრებ. მე მხოლოდ გამეხარდება…

მადლობა, რომ ამდენი ხანია ვერ მოინელე, რომ შენთან თანამშრომლობის სურვილი აღარ გვქონდა და ამდენს ფიქრობ ჩვენზე.

დავით, შვებულება აიღე გადაღლილი ხარ.”