Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ყველას მოგმართავთ უმორჩილესი თხოვნით”

lasha-bakradze1 გიორგი ლეონიძის სახელობის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და საზოგადოების მაქსიმალურ ჩართულობას ითხოვს.

საუბარია დავით კაკაბაძის დღემდე უცნობ ნამუშევარზე, რომელიც მხატვარმა ტერენტი გრანელს მიუძღვნა.

ლაშა ბაქრაძე:

“ყველას მოგმართავთ უმორჩილესი თხოვნით – გვჭირდება სპონსორი ან სპონსორები.

ლიტერატურის მუზეუმში მოიტანეს დავით კაკაბაძის საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი ნამუშევარი, რომელიც მხატვარმა ტერენტი გრანელს მიუძღვნა. ამაზე მეტყველებს დავით კაკაბაძის წარწერა: „ჭეშმარიტად დიდ პოეტს, ტერენტი გრანელს. იმედია, თქვენი თხოვნა შევასრულეთ. დ. კაკაბაძე. 29 წ.“

ტერენტი გრანელმა კი ორი წლის შემდეგ წააწერა: „მე ტერენტი გრანელი ვარ, ეს ჩემი სახეა. როგორც ცხოვრება მიჰყვება ტალღებს, ისე მიჰყვება ჩემი სული ზეცას. მე არ მინდა მიწაზე, მე მინდა ვიყო სხვაგან. მე რაღაც სხვა მინდა. ტერენტი გრანელი, 1931 წელი“.

ლიტერატურის მუზეუმის პირდაპირი მოვალეობაა ამ ნამუშევრის შეძენა.

davit-kakabadzis-namushevari-terenti-granels123

სულ 15 ათასი დოლარი გვჭირდება.

იმედია, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ფინანსური მხარდაჭერა, რომელთაც ესმით, რამდენად მნიშვნელოვანია ხელოვნებისა და ლიტერატურის ისტორიისთვის ასეთი უნიკალური ძეგლის სახელმწიფო მუზეუმში დაბინავება და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობა.

ხვალ, 12 საათიდან ყველას შეუძლია მუზეუმში იხილოს მხატვრობისა და ლიტერატურის დამაკავშირებელი ეს უიშვიათესი ნიმუში.”