Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ქართული ჯგუფების ბოიკოტი Tbilisi Open Air-ს

30 ივლისი, 2016

1openმუსიკალურ ფესტივალს Tbilisi Open Air ქართულმა ჯგუფებმა ბოიკოტი გამოუცხადეს და დაკვრაზე უარი განაცხადეს.

მომხდართან დაკავშირებით, Tbilisi Open Air-ის ოფიციალურ გვერდზე განცხადება გავრცელდა:

“მეგობრებო, ბოდიშს გიხდით გუშინ შექმნილი დისკომფორტისთვის, თქვენი გამოხმაურება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მაქსიმალურად ვცდილობთ არც ერთი შეკითხვა არ დავტოვოთ უპასუხოდ.

ყველაფრის მიუხედავად მაინც მოხარულები ვართ, რომ AIR-ის და Skye and Ross-ის გამოსვლა შედგა და მსმენელმა ისიამოვნა საყვარელი არტისტების მოსმენით.

ასევე ბოდიშს ვუხდით Night Stage-ზე მოსულ მსმენელს, სამწუხაროდ, ელექტროენერგიასთან შექმნილი პრობლემების გამო, არტისტებმა ვერ შეძლეს დაკვრა.

გუშინ Kung Fu Junkie-სთან ჩვენ მივედით ერთგვარ შეთანხმებამდე და დღეს წესით მათ უნდა დაეკრათ UNKLE-ის შემდეგ, თუმცა მათ აზრი შეიცვალეს და, სამწუხაროდ, ჩვენ სიტუაციის გამოსწორების შანსი არ მოგვეცა. ჩვენთვის აბსოლუტურად გასაგებია მათი წყენა, რის გამოც ძალიან ვწუხვართ და ბოდიშს ვუხდით როგორც მათ, ასევე მათ მსმენელს.

დანარჩენმა ორმა ბენდმაც გუშინ შექმნილი დისკომფორტის გამო დღეს უარი თქვა დაკვრაზე.

Tbilisi Open Air, პირველ რიგში, შეიქმნა ქართველი არტისტებისთვის და ქართველი არტისტების ინტერესები ჩვენთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო, ძალიან ვწუხვართ, რომ წელს ვერ მოხერხდა მათთვის შესაბამისი პირობების შექმნა.

ჩვენს ლაინაფს ჩაეხსნენ შემდეგი ბენდები:

Kung Fu Junkie
Young Georgian Lolitaz
Backwarmer

დღეს ჩვეულებრივ გელოდებით Lisi Wonderland-ში და გპირდებით სასიამოვნო გარემოს ექსცესების გარეშე.”