Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ქართული კინოს გამარჯვება კარლოვი ვარის კინოფესტივალზე

rusudan-glurjidze1კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალი ქართული კინოსთვის წარმატებული აღმოჩნდა.

რუსუდან გლურჯიძის ფილმის “სხვისი სახლი” მსოფლიო პრემიერა სწორედ ამ კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმი კინოფესტივალის გამარჯვებულია. იგი საუკეთესო ფილმად დასახელდა საკონკურსო პროგრამაში East of the West.

ინფორმაცია მხატვარმა შოთა გლურჯიძემ გაავრცელა:

“რუსუდან გლურჯიძის ფილმმა გაიმარჯვა კარლოვი ვარის ფესტივალზე და მოიპოვა East of the West Competition Grand Prix ბროლის გლობუსი!!!

ვულოცავ გადამღებ ჯგუფს და ბატონ გიორგი შენგელაიას მისი მოწაფის ფილმის დებიუტის ასეთ წარმატებას!!!!!!!!!”

“სხვისი სახლი” საქართველოს, რუსეთის, საფრანგეთის და ხორვატიის კოპროდუქციაა. მასში მთავარ როლებს ასრულებენ ზურა მაღალაშვილი, სალომე დემურია, ია სუხიტაშვილი, ეკატერინე ჯაფარიძე, ოლგა დიხოვიჩნაია და საბინა ახმედოვა.