Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“სიონის წყალსაცავი ნაგავს მიაქვს”

25 ივლისი, 2016

sioni1მაშინ, როცა ევროპასა და ნატოზე ვსაუბრობთ, სამწუხაროდ, გვავიწყდება, რომ საქართველოში მრავალი პრობლემაა. ყოფით თუ გლობალურ პრობლემებს კულტურული პრობლემები ემატება.

ადამიანებმა აქამდე ვერ ისწავლეს, რომ ნაგავი ნაგვის ურნაში უნდა ჩაყარონ.

ამის ნათელი მაგალითია სიონის წყალსაცავზე გადაღებული ფოტო, რომელსაც ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი ავრცელებს:

“სიონის წყალსაცავი ნაგავს მიაქვს.

სამწუხაროდ, გარემოში ნარჩენებს ჯერ კიდევ ვტოვებთ.

ნატალია ტერტერაშვილი და მისი მეგობრები მისაბაძი ხალხია.

მათ იქაურობის ერთი ნაწილი მოასუფთავეს.

იმედია, მათ სხვებიც მივბაძავთ.

აქცია ჩავყაროთ ნაგავი‬გრძელდება!”