Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ნინო ანანიაშვილი მსოფლიო საბალეტო ვარსკვლავების ნუსხაში

29 ივლისი, 2016

1nino-ananiashvilis-premieraქართველი პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილი მსოფლიო საბალეტო ვარსკვლავების ნუსხაშია.

ალესანდრა ფერი, ჰერმან კორნეხო, მარსელო გომესი, ჯილიან მერფი და კასანდრა ტრენარი ამერიკის ბალეტის თეატრიდან, სვეტლანა ზახაროვა და მიხაილ ლობუხინი მოსკოვის დიდი თეატრიდან, ულიანა ლოპატკინა და ანდრეი ერმაკოვი მარიას თეატრიდან, მატიას ჰეიმანი გრანდ ოპერადან – ეს იმ მოცეკვავეების ჩამონათვალია, რომლებიც All Star Ballet Gala-ში მიიღებენ მონაწილეობას.

30 ივლისს ტოკიოში, ოსაკას ბუნკა კაიკანის თეატრში Japan Arts Corporation 40 წლის იუბილეს აღნიშნავს. გრანდიოზული გალა-კონცერტით აღნიშნავს.

გალა-კონცერტის რეჟისორია ალექსეი რატმანსკი, დირიჟორი კი ალექსეი აკლანი.

ნინო ანანიაშვილი ტოკიოში იცეკვებს პა დე დეს ბალეტიდან “ჟიზელი”, ადაჟიოს ბალეტიდან “გედების ტბა” მარსელო გომესთან ერთად, “მომკვდავ გედს” და “ლეკურს”.