Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ლიზა ყენია: “გთხოვთ, დამეხმაროთ!”

26 ივლისი, 2016

liza5მომღერალი ლიზა ყენია საზოგადოებას მიმართავს და დახმარებას სთხოვს.

მაია ჯაბუას ქალიშვილი სპეციალურ ვიდეომიმართვასაც ავრცელებს, სადაც თავის გასაჭირზე საუბრობს და ყველას ამ ვიდეოს მაქსიმალურად გაზიარებისკენ მოუწოდებს.

ლიზა ყენია თავის მეგობარს დათა მღებრიშვილს ეძებს, რომელიც ბათუმში იმყოფება და ამ დრომდე კონტაქტზე არ გამოდის. მომღერალი დათას ფოტოსაც აქვეყნებს.

ლიზა ყენია:

“გთხოვთ, მეგობრებო, გაავრცელოთ ეს ფოტო ყველაგან! დათას ბოლო ფოტოა, რომელიც 25 ივლისს გადაიღო ღამე. მთელი დღეა ვეძებთ, გთხოვთ დამეხმაროთ! დათა მღებრიშვილი. მობილური სხვას მისცა და არ გამოდის კონტაქტზე.…ბათუმშია.”

data1.jpg

ლიზამ ორწუთიანი ვიდეოც გადაიღო, სადაც მეგობარს მიმართა გამოჩნდეს:

“ამ ვიდეოს ვიღებ იმიტომ, რომ მგონია, რომ ნახულობ. მჯერა, რომ ცოცხალი ხარ. გევედრები, გიჩოქებ, მთელი არსებით გთხოვ გამოჩნდე, დაბრუნდე და გამოხვიდე კონტაქტზე. ყველა ძალიან ცუდად არის. გეძებს ყველა – პოლიცია, სამაშველო, დაცვა. ყველას მივეცი შენი ფოტო. მჯერა, არ გააკეთებ იმ სისულელეს, რასაც ვუშვებთ მეგობრები, რომ შეიძლება გააკეთო.”