Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

კიდევ ერთი სიახლე იშხნიდან!

15 ივლისი, 2016

ishxani1ბოლო პერიოდში ტაო კლარჯეთის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ ქართულ ძეგლთან, იშხანთან დაკავშირებით, ბევრი ახალი ინფორმაცია ვრცელდება. სხვადასხვა აღმოჩენების პარალელურად, აღდგენილ უნიკალურ ქართულ ტაძარში სარესტავრაციო სამუშაოებისას ბოლო ეტაპი მიმდინარეობს.

კვლევის ცენტრი საინტერესო სიახლეს ავრცელებს იშხნიდან:

“იშხანში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოების ბოლო ეტაპზე მიმდინარეობს კათედრალის ეზოს გასუფთავება. მიწის ფენის მოხსნისას გამოჩნდა არაერთი საინტერესო ნაგებობა.

მათ შორის, რამდენიმე კვირის წინ გამოვლინდა გურგენისეული ტაძრის დასავლეთით მცირე დარბაზული ეკლესია. 14 ივლისს მიმდინარე სამუშაოებისას დილით მთავარი ტაძრის დასავლეთით გამოჩნდა მომრგვალებული სათავსები, საღამოსთვის ამ სათავსების მიდამოები უკვე გაწმენდილი დაგვხვდა და შესაძლებელი გახდა ნაგებობის ამ ნაწილის აღქმა.

ეს საკმაოდ დიდი ზომის ტაძარი უნდა ყოფილიყო (სავარაუოდ ბაზილიკა), საკურთხეველს ოთხკუთხა პასტოფორიუმები ახლდა, ხოლო ჩრდილოეთით და სამხრეთით მცირე საკურთხევლიანი სათავსები. ასევე ტერიტორიაზე მრავალი საინტერესო ნაგებობის ფრაგმენტი გამოჩნდა.

პ.ს. ამ ნაგებობების ფოტომასალას მოგაწვდით უახლოეს მომავალში.”