Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“იქმნება შთაბეჭდილება, რომ ნინო ანანიაშვილი წარმოადგენს ოპერის არაფორმალურ ხელმძღვანელს”

1ninaზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან დაკავშირებით, ვნებათაღელვა არ ცხრება. ქართული საოპერო სამყაროს წარმომადგენლები თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, დავით კინწურაშვილს თანამდებობის დატოვებას ურჩევენ.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბედი აღელვებს ცნობილ ქართველ ტენორს ზაზა ზაალიშვილსაც, რასაც გულწრფელად გამოხატავს თავის წერილში:

“გული შემტკივა ჩვენს კულტურაზე, ჩვენი ოპერის თეატრზე.

ოპერის თეატრის მართვა სულაც არ არის მარტივი, ურთულესია არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

ისეთი მმართველის პოვნა, რომელიც დააკმაყოფილებს როგორც თეატრის, ასევე თეატრის მოყვარულთა მოთხოვნებს, ისეთივე რთულია, როგორც რესპუბლიკისთვის იდეალური პრეზიდენტის პოვნა.

ყოველთვის აღმოჩნდებიან უკმაყოფილოები რამდენიც არ უნდა ეცადოს ლიდერი: თუ ლიდერი ავტორიტარულია, არ უყვართ, თუ კი სუსტია, კიდევ უფრო მეტად არ უყვართ.

ჩვენი ოპერის თეატრში წარმოიშვა სერიოზული პრობლემები საოპერო ხელოვნების, როგორც ასეთის, არსებობისა. არსებითად სამხატვრო ხელმძღვანელის არსებობა. ამის გაგება გარედანაც შეიძლება. ამისთვის არ არის საჭირო იყო ოპერის თეატრის შემადგენლობაში: რეპერტუარის არ არსებობა, დადგმების არ არსებობა.

როგორც არ უნდა გვიყვარდეს ბალეტი და ნინო ანანიაშვილი, ოპერის და ბალეტის თეატრში ძირითადად უნდა იყოს ოპერა. სწორედ ნინო ანანიაშვილის ძალისხმევით და ავტორიტეტით ბალეტი არის დაფინანსებული და წარმატებულია ჩვენთან. მის დასში ბევრია მოწვეული მოცეკვავე იაპონიიდან და სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც მუშაობენ როგორც საჭიროა და არა გროშებისთვის. მე მიხარია ჩვენი ბალეტის წარმატება, მაგრამ ვწუხვარ ოპერის გამო.

იქმნება შთაბეჭდილება, რომ სწორედ ნინო ანანიაშვილი წარმოადგენს ოპერის არაფორმალულ ხელმძღვანელს. მისი ხელფასი ათეულობით მეტია, ვიდრე თეატრის ფორმალური ხელმძღვანელისა, და მისი ავტორიტეტი ათასჯერ… და ეს სწორია, მოცემულ ეტაპზე, ძალების არსებობის განლაგებისა, იმიტომ რომ ის გულხელდაუკრეფავად მუშაობს…

მაგრამ ასეთი მდგომარეობის დროს არის შესაძლებელი ოპერის სასარგებლოდ რაიმეს შეცვლა? დასკვნა თვითონ გამოიტანეთ.

მე არ მაქვს პრეტენზიები ნინოსთან, ის ათმაგად აკეთებს თავის საქმეს, მაგრამ ამასთან ერთად, რატომ უნდა იჩაგრებოდეს ოპერა?

ასეთი უნიჭო ხელმძღვანელი და ასევე უნიჭო დირიჟორი, როგორიც კინწურაშვილი, ოპერას არ ახსოვს, ეს კატასტროფაა. თავისი უსუსურობით ამ ადამიანმა უზარმაზარი დაპირებები გასცა და შეასრულა ნული. ყოველ ნაბიჯზე იტყუება, როგორც კერძო საუბრებში, ისევე საზოგადოების წინაშე.  მისი ბედი გარკვეულია: ადრე თუ გვიან სამარცხვინოდ წავა.

მაგრამ მერე რა? თუ ახალი ხელმძღვანელი არ შეცვლის სისტემას და ხელმძღვანელობის სტილს, ყველაფერი ოპერის თეატრის სრული კრახით დასრულდება. საჭიროა ნიჭიერი და პასუხისმგებელი ხელმძღვანელი, რომელსაც ექნება უნარი, რომ თეატრი გამოიყვანოს სტაგნაციის ჩაკეტილი წრიდან.

რა არის რეფორმის არსი? არ არის საჭირო რევოლუცია, რადგან არის პრეცედენტები: არსებობს ორი აპრობირებული სისტემა ამერიკული და ევროპული: ამერიკულ სისტემაში სოლისტები არ არიან შტატში, არამედ იწვევენ კონტრაქტით. ევროპულ სისტემაში ძირითადი სოლისტები, გუნდი და ორკესტრი არიან შტატში, მაგრამ ასევე მღერიან მოწვეული ვარსკლავები.

ამერიკაში და ევროპაში ყველაზე მოკრძალებული თეატრიც კი, ვალდებულია დადგას არანაკლებ 5 ახალი სპექტაკლისა წელიწადში, ვიმეორებ 5 ახალი სპექტაკლი.

დადგმების ხარისხის შეფასებას თვალყურს ადევნებს კრიტიკოსების ინსტიტუტი , თუმცა ხშირად სუბიექტური თავიანთ სტატიებში, მაგრამ საზოგადოების დემოკრატიული აზროვნების ერთადერთი რუპორია.

მე მოვუწოდებ ჩვენ პროფესიონალ მუსიკოლოგებს და ოპერის შესახებ პროგრამების წამყვანებს, თავი ანებონ უსახურ სტატიებს და დაიწყონ თავისი საქმის კეთება: წერონ კრიტიკა თუნდაც სუბიექტური, მაგრამ კრიტიკა.

იყვნენ დაუნდობლები ცნობილი შემსრულებლების მიმართ, თუ კი ისინი დაიმსახურებენ.
გააკრიტიკონ გენიალური დამდგმელები, ანუ რეჟისორები, რომელთაც აქვთ დიდი თეატრალური რეჟისორების რეპუტაცია, მაგრამ ვერ შეძლეს საოპერო დრამის არსის გაგება.

უდიდესი მადლობა ჩვენი თეატრის ყველა სპონსორს, რომელთაც ასეთი შესანიშნავი რემონტი გააკეთეს. თეატრს უეჭველად სჭირდება სპონსორები, თუმცა ლამაზი ინტერიერი ვერ შემატებს ღისრებას, თუ მასში არ იქნება ადეკვატური შინაარსი.

თუ ეს ინტერიერი გაკეთდა პიარისთვის და კიდევ უარესი, როგორც ამა ქვეყნის ძლიერთათვის, კერძო საღამოების ეროტიკული ფილმების გადასაღები მოედანი…

მე ვამჯობინებდი ძველ თეატრს, რომელიც სუნთქავდა ახალი დადგმებით და ახალი აღმოჩენებით.”