Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

თემო საჯაია ლეიკემიას ებრძვის

temo-sajaia1მომღერალი თემო საჯაია, რომელიც ფართო საზოგადოებამ სხვადასხვა მუსიკალური შოუებიდან გაიცნო, ერთ-ერთ ყველაზე ვერაგ დაავადებას, ლეიკემიას ებრძვის.

“ჩვენ გავიმარჯვებთ – ლეიკემია მარცხდება!” – ამ მოწოდებით მომღერალმა სრული მხარდაჭერა და თანადგომა გამოუცხადა იმ პატარებს, რომლებიც იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ლეიკემიას ებრძვიან.

თემო ბავშვების რიგებს შეუერთდა, სოლიდარობის ნიშნად თავიც გადაიპარსა და სპეციალური ვიდეოკლიპიც გადაიღო. “ერთად” – ასე ეწოდება ვიდეოს და ის ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს ეძღვნებათ. მასში მონაწილეობას საზოგადოების ცნობილი სახეები იღებენ.

კლიპის იდეაა, დამარცხდეს სტიგმა ლეიკემიის გარშემო და ყველამ გაიგოს, რომ დაავადება უმეტეს შემთხვევაში განკურნებადია.

თემო საჯაია:

“ჩემი ახალი კლიპი – ჩვენ ერთად დავამარცხებთ ლეიკემიას, მთავარია ერთად ვიყოთ, ეს ნამუშევარი ეძღვნება ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს, გვახსოვდეს, რომ ლეიკემია გ ა ნ კ უ რ ნ ე ბ ა დ ი ა!!!! დიდი მადლობა ქეთი გაბისიანს ასეთი ემოციური სიმღერისთვის, ირინა სანიკიძეს ასევე ემოციური ლექსისთვის და მთლიანად “სამედიცინო კორპორაცია ევექსი”-ს იმისათვის, რომ მე მხვდა პატივი და ამ პროექტში მივიღე მონაწილეობა!!!”