Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

თბილისის სომხური თეატრის “საბრალდებო დასკვნა”

somxuri-teatri1ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში თბილისის სომხური თეატრი ერთვება. 10 ივლისს ოზურგეთის თეატრის სცენაზე მსახიობები “საბრალდებო დასკვნას” ითამაშებენ.

სტუდენტ ზაზა ნაკაშიძეს, რომელსაც ჩხუბში მონაწილეობისთვის დააპატიმრებენ, უდანაშაულობის დამტკიცების იმედი არა აქვს. ციხის საკანში სხვადასხვა ეროვნებისა და მრწამსის დამნაშავეები შეყრილან. დროს განვლილ ცხოვრებაზე და დანაშაულის ჩადენის მიზეზებზე კამათში კლავენ. ქურდის, მკვლელის, სახელმწიფო ქონების გამფლანგველის, ყველაზე საშიში ბოროტმოქმედის სულშიც შეიძლება სათუთი გრძნობები იმალებოდეს. გამომძიებელი ზაზას უდანაშაულობას დაადგენს და მას ციხიდან გაათავისუფლებს.