Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ეტლში მჯდომ გიორგი გოცირიძეს პრობლემები შეექმნა

giorgi-gociridze1“არტინფო” უკვე წერდა, რომ “კომედი შოუს” მსახიობს გიორგ გოცირიძეს მანქანამ დაარტყა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო.

რამდენიმე ოპერაციის შემდეგ, მსახიობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. გიორგი ექიმებმა სახლში გაწერეს, მაგრამ მას სიარული დღემდე არ შეუძლია და ეტლში ზის. სწორედ ეტლში ჯდომის პერიოდში შეექმნა მსახიობს პრობლემები.

გიორგი გოცირიძე:

“რაც ეტლში ვზივარ, მივხვდი, რომ ჩვენი ქვეყანა უფრო ტრ..შია, ვიდრე აქამდე მეგონა.

საერთოდ პატივს არ სცემენ და არ აფასებენ ესეთ ადამიანებს. შესვლა რომ მოგინდეს მაღაზიაში, “რესტორანში”, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და რავი ნებისმიერ ადგილას, ვერსად ვერ მიხვალ თუ 4 კაცი არ გახლავს თან, რომ აგწიონ და შეგიყვანონ.

სირცხვილია, უბრალოდ ძალიან სირცხვილი! ადამიანებად არც თვლით საერთოდ ესეთ ხალხს, მეტი ყურადღება გამოიჩინეთ და ცოტა პატივი ეცით.”