Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ეროვნული” არ იქმნება თაღებით, ვაზის ორნამენტებით, ჩოხებით და ჩიხტიკოპებით”

25 ივლისი, 2016

1gogi-gvaxariaaaa“არაფერი არ ანგრევს ”ეროვნულობას”, როგორც ფოკლორიზებული მასკარადი, როგორც ეროვნულის გადაქცევა კიტჩად” – ეს კინომცოდნე გოგი გვახარიას სიტყვებია.

გოგი გვახარია:

“ფორმით ეროვნული, შინაარსით სოციალისტური” – სტალინური სოცრეალიზმის მოთხოვნა საბოლოო ჯამში ყველაფერი ეროვნულის მოსპობით დასრულდა. არაფერი არ ანგრევს ”ეროვნულობას”, როგორც ფოკლორიზებული მასკარადი, როგორც ეროვნულის გადაქცევა კიტჩად.

”ეროვნული” არ იქმნება თაღებით, ვაზის ორნამენტებით. ჩოხებით და ჩიხტიკოპებით.. არც ხალხური მუსიკიდან აღებული გაუზარებელი ციტატებით (ამას წლების მანძილზე აკეთებდნენ ქართველი კომპოზიტორები)…

ფიროსმანი, დავით კაკაბაძე, პეტრე ოცხელი ეროვნულს დეკორად არ იყენებენ, მათ არ სჭირდებათ ეროვნულით კეკლუცობა… გენიოსები არიან და ”ეროვნულს” ყოველგვარი ძალდატანების გარეშე ატარებენ თავიანთ თავში. დავით კაკაბაძემ იმას მიაღწია, რომ ამ ”ეროვნულიდან”, სწორედ მხატვრული ფორმის შესწავლის შემდეგ, ზეეროვნული შექმნა. ამიტომაც არაა კაკაბაძის სურათები კიტჩი.

ეს ოლიმპიური კოსტიუმები ბევრად უფრო სერიოზულია, ვიდრე უგემოვნო ვასაძიზმი.. ესაა ”ფორმით ეროვნულის” სტალინური სიმახინჯის ხელახალი აღორძინება ცხოვრების ყველა სფეროში – პოლიტიკაში, საზოგადოებაში, ხელოვნებაში, სპორტში.. როდესაც ეროვნული მუსიკალური ხელოვნების ვარსკვლავები – თითქმის ყველა ერთად – მღერიან სასულიერო პირის მიერ დაწერილ ”ავე მარიას” და თან გვარწმუნებენ რომ ეს ნაწარმოები მუსიკალური კულტურის შედევრია, შეიძლება დაეჭვდე არა მხოლოდ ამ ხალხის მუსიკალურ გემოვნებაში, არამედ იმაში, რომ ეს 30-იანი წლების ეპოქა ჯიუტად არ ცდილობს დაგვანებოს თავი 21-ე საუკუნეში!”