Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

დავით კინწურაშვილი გადააყენეს

16 ივლისი, 2016

1kintsurashvli-davidზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი გადააყენეს.

თეატრის გუნდმა სამხატვრო ხელმძღვანელის გადაყენების მოთხოვნით საპროტესტო აქციები გამართა და განაცხადა, რომ დავით კინწურაშვილის გადაყენებამდე არც ერთ სპექტაკლში მონაწილეობას არ მიიღებდა.

16 ივლისი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრისთვის გადამწყვეტი დღე აღმოჩნდა. რამდენიმე საათის წინ თეატრში მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების რამდენიმე ბრიგადა და საპატრულო პოლიცია. გუნდის რამდენიმე მსახიობი ჯანმრთელობის გაუარესების გამო, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საოპერო მომღერალმა ნანა ქავთარაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დავით კინწურაშვილი დასმა გადააყენა.