Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გოგი ქავთარაძის “თეთრი ბაირაღები”

ozurgeti17 ივლისს, 19.00 საათზე, ოზურგეთის თეატრში ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე მაყურებლის წინაშე წარსდგება ბათუმის თეატრი ახალი დადგმით “თეთრი ბაირაღები”.

სპექტაკლის რეჟისორია ნოდარ დუმბაძის პერსონაჟების ერთ-ერთი საუკეთესო შექმნელი და მისი ნაწარმოებების აღიარებული დამდგმელი გიორგი ქავთარაძე…

ხშირად აღუნიშნავთ, რომ ნოდარ დუმბაძის ლიტერატურული გმირები თითქოსდა სცენისთვის არიან შექმნილნი.

ცნობილი ქართველი რეჟისორი, გოგი ქავთარაძე ბათუმის დრამატული თეატრის „ახალ სცენაზე“ „საბრალდებულო დასკვნის“ თავის ვერსიას შესთავაზებს მაყურებელს.

ჩაკეტილი, გისოსებს მიღმა დარჩენილი სამყარო, სადაც ხასიათების მთელი გალერეაა, სადაც ადამიანური ვნებების კასკადია.

მსგავსი ისტორიები ყველა დროში უყვარდათ და ეყვარებათ კიდეც….