Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“გამოუვალი მდგომარეობის” კონცერტი მოხსნილია

11 ივლისი, 2016

1gamouvali11 ივლისს ფესტივალის “არტ გენი” ფარგლებში ჯგუფის “გამოუვალი მდგომარეობა” კონცერტი ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღია ცის ქვეშ აღარ გაიმართება.

ფესტივალის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, კონცერტი მოხსნილია. ამის მიზეზი საღამოს ნავარაუდევი ძლიერი ქარი და წვიმა გახდა.

“გამოუვალი მდგომარეობა” კონცერტს ერთ კვირაში გამართავს. უკვე შეძენილი ბილეთებით კონცერტზე დასწრება ნებისმიერ მსურველს უპრობლემოდ შეეძლება.

“არტ გენი” ერთი დღის დაგვიანებით, 17 ივლისის ნაცვლად, 18 ივლისს დაიხურება.