Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ასეთი “თბილისო” ჯერ არ მოგისმენიათ

12 ივლისი, 2016

rezo-lagidze1რევაზ ლაღიძის შემოქმედებიდან მისი სიმღერა “თბილისო” ქართველებისთვის გამორჩეული ნაწარმოებია. ცნობილია, რომ ეს სიმღერა ჯერ კიდევ კომპოზიტორის სიცოცხლეშივე განსაკუთრებულად შეიყვარა მსმენელმა და ეს გრძნობა დღემდე არ ნელდება.

არ დარჩენილა ქართველი ვარსკვლავი, რომელსაც ეს სიმღერა შესრულებული არ ჰქონდეს და მის რეპერტუარში გამორჩეული ადგილი არ ეკავოს, მაგრამ “თბილისოს” ასეთი ვერსია, რომელსაც “არტინფო” შემოგთავაზებთ, არსად არ გექნებათ მოსმენილი.

რევაზ ლაღიძის დაბადების დღეზე ძველი თბილისის ერთ-ერთ ეზოში ნიკოლოზ რაჭველის, გიორგი ცაგარელისა და Georgian Brassის საღამო გაიმართა.

კონცერტის კულმინაცია აღმოჩნდა რევაზ ლაღიძის “თბილისო”, რომელიც თბილისელებმა იმღერეს.