10 ივლისი, 2016

ჭკადუაშის დადიანების სანადირო რეზიდენცია აღდგენილია

miuratebi1მიურატების შთამომავლებმა ჭკადუაშის დადიანების სანადირო რეზიდენცია აღადგინეს.

ჭკადუაშის სანადირო რეზიდენციის გადაცემას ალენ მიურატი წლების განმავლობაში ითხოვდა. რეზიდენციის აღდგენამდე, იქ საყოფაცხოვრებო ნივთებისა და მასალის შესანახი ადგილი იყო, გაჰქონდათ აგური, ძელი, რკინა. ასწლოვანი ხეები გადაჭრეს, მისაღები ოთახი სიმინდის საშრობ ადგილად გადაიქცა, საძინებელი კი ძროხის სადგომად.

მიურატების თავდაუზოგავი შრომის და მონდომების წყალობით, რეზიდენცია უკვე კეთილმოწყობილიააა ტურისტებისთვის.

ჭკადუაშის დადიანების სანადირო რეზიდენციაში მისულ ვიზიტორებს სასტუმრო სახლი და პატარა კაფე ელოდებათ.

ჭკადუაშის სახლის დათვალიერების მსურველები გაეცნობიან XVIII საუკუნის ნივთები, რომლებიც ალენ მიურატს მემკვიდროებით მამისგან ერგო.

აქვეა წარმოდგენილი თანამედროვე პერიოდის სხვადასხვა საგნები, მათ შორის, ზუგდიდის ფაიფურის ქარხანაში დამზადებული ჭურჭლის კოლექცია.