25 ივლისი, 2016

საქველმოქმედო სპექტაკლი ზვიად ბერიაშვილის დასახმარებლად

zviad1ახალგაზრდა მუსიკოსის ზვიად ბერიაშვილის დასახმარებლად საქველმოქმედო სპექტაკლი გაიმართება.

ზვიადი ახმეტელის თეატრის მუსიკალური ხელმძღვანელი, ანსამბლ “ქალდეას” ხელმძღვანელი, ბავშვთა ფოლკლორული გუნდის “დავითიანის” ხელმძღვანელი და ანსამბლ “მუხამბაზის” წევრია.

საოცრად ნიჭიერ ადამიანს დაუდგინდა მძიმე დაავადება, ავთვისებიანი მელანომა და სასწრაფოდ საჭიროებს თურქეთში ძვირადღირებულ მკურნალობას…

ზვიადის დასახმარებლად ახმეტელის თეატრი 30 ივლისს საქველმოქმედო სპექტაკლი “სტუმარ-მასპინძელი” გათამაშდება.

მუსიკოსის დასახმარებლად გახსნილია ანგარიში:

TBC ბანკი

GE65TB7143245061100022   მიმღები თამარ ლეჟავა

ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე: 595 00 37 73

ჩართულია სპეციალური ნომრები მაგთისა და ბილაინის აბონენტებისთვის:

მაგთი: 0901701125

ბილაინი: 0901701125