9 ივლისი, 2016

“პაპაჩემის აშენებული ქოხი იწვის ჩარგალში”

lela-razikashvili1– პაპაჩემის აშენებული ქოხი იწვის ჩარგალში! – ინფორმაციას ვაჟა ფშაველას შთამომავალი ლელა რაზიკაშვილი ავრცელებს.

ჩარგალში 14 ივლისს ვაჟა ფშაველას 155 წლის იუბილესთვის ემზადებოდნენ. ლელა რაზიკაშვილმა ქართულ მედიას შესთავაზა ეს დღე ვაჟა ფშაველასი ყოფილიყო.

ლელა რაზიკაშვილი:

“პაპაჩემის აშენებული ქოხი იწვის ჩარგალში ამ წუთას! ბავშვები კარგად არიან, მე აქ ვარ და ვფიქრობ, დადგა დრო ყველაფერი ახლიდან დავიწყო!

სანამ ბავშვების მშვიდობას გავიგებდი, სანამ ნომერს ავკრებდი, სანამ მიპასუხებდა ვინმე იმ ერთ საუკუნეში, კიდევ ერთხელ გავიგე, რომ სიცოცხლეზე მთავარი არაფერია!

ხოდა, არ გეგონოთ დამწუხრებული ვარ, პირიქით ახლა ვარ ენერგიით სავსე და ყველაფრის ახლიდან დაწყებას ვგეგმავ… სახურავს უკვე უკიდია, იწვის ჩემი მძიმე წარსული და მოდის მომავალი… ახალი და გახარებული მომავალი! ბავშვები კარგად არიან!

ეჭვი მაქვს, სახანძროზე ადრე ავალ იქ, თუმცა სახანძროს სამუშაო აღარ დახვდება, მე კი ახლა დავიწყებ ყველაფერს!

ღმერთია ჩემთან! ჩვენთან! ყველასთან!”