ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდის მსახიობები საპროტესტო აქციებს იწყებენ და ოპერის მოყვარულებს სპეციალური განცხადებით მიმართავენ:
“ოპერის მოყვარულთა საყურადღებოდ: ვისაც გული შეგტკივათ ჩვენი ოპერის გადარჩენაზე და განვითარებაზე, 15 ივლისიდან ვიწყებთ დღის 12 საათზე კულტურის სამინისტროსთან და შემდეგ სახელმწიფო კანცელარიასთან, პერმანენტულ აქციებს.
ვისაც გული შეგტკივათ და ჩვენს გვერდით დგომა გსურთ, გთხოვთ შემოგვიერთდეთ. პატივისცემით, ოპერის გუნდის მსახიობები.”