21 ივლისი, 2016

“მოგმართავთ გაბოროტებულ ადამიანებს”

manika1მოდელი მანიკა ასათიანი გაბოროტებულ ადამიანებს მიმართავს და რჩევას აძლევს.

მიუხედავად იმისა, რომ მანიკა ასათიანს და მის ოჯახს ფართო საზოგადოების მხრიდან ყურადღება არასდროს აკლია, ამჯერად ეს ყურადღება გაასმაგებულია. მიზეზი მისი მეუღლე, საქართველოს კალათბურთის ნაკრების წევრი ბექა წივწივაძეა.

კალათბურთელი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, გადატანის ბრალდებით რამდენიმე დღის წინ დააკავეს, მაგრამ მას სასამართლომ გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა.

მანიკა ასათიანი:

“დილიდან საშინელ კომენტარებს ვკითხულობ ბექაზე და ჩემს ოჯახზე. ბექას არც კაცი მოუკლავს, არც ბარიგაა და არც ვინმესთვის მიუყენებია ზიანი თავისი თავის გარდა (თუ არ ჩავთვლით ოჯახის და მეგობრების ნერვიულობას).

რა შეცდომაც დაუშვა და დააშავა, ამაზე უკვე საკმარისად აგო პასუხი და ბოდიშიც მოიხადა.

ასე, რომ მოგმართავთ გაბოროტებულ ადამიანებს, მარტო სხვისი ცუდით რომ ხარობთ თქვენს ცხოვრებას მიხედეთ და იცხოვრეთ მშვიდად! ცოტა ნაკლებად მეიმედება, რამე ეშველოს იმ ბრბოს, რომელთა გასართობი საშუალება მხოლოდ სოციალურ ქსელში ვინმეს გაკრიტიკებაა, მაგრამ გთხოვთ, რაც რეალობაა იმაზე რამდენიც გინდათ ილაპარაკეთ და წერეთ, კუდის მობმა არაა საჭირო.

P.S. ჩემო ნამდვილო მეგობრებო მეც და ბექაც კარგად ვართ. არ ინერვიულოთ!”