14 ივლისი, 2016

“მაპატიეთ მძაფრი გამოხატულება”

1giorgi-kekelidze-politikashiსაქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.

პოეტი და მწერალი მძაფრად გამოხატავს თავის პოზიციას და ამისთვის პატიებასაც კი ითხოვს.

გიორგი კეკელიძე:

“კიდევ ერთი ცოლი მოუკლავს ქმარს ,,ეჭვიანობის ნიადაგზე”. დღეგამოშვებით მესმის.

ეჭვიანობის არ ვიცი, მაგრამ ძალიან არამყარ ნიადაგზე კი შევდექით ამ საკუთარ თავში დაურწმუნებელი მამაკაცების გარემოში. რა უნდა ააშენოს ასეთმა მამაკაცმა და რა უნდა განავითაროს?

,,ცოლი თუ ღალატობდა, რა უნდა ექნა ძმაო”-ს წამომკნავებელი ძალადმოვაჟკაცო ხალხის გასაგონად მინდა ვთქვა: ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არ თავსდება, ძმაო, სუფრაზე ღმერთის სადღეგრძელოს ხავილი და მერე მომაკვდავი ცოლების ხავილის ყურება.

მაპატიეთ მძაფრი გამოხატულება, მაგრამ ამ მშიშარა მოძალადეების ყურება სხვა გზას არ მიტოვებს.”