7 ივნისი, 2016

ვინ ატერორებს განო მელითაურს?

1gano– შეწყვიტეთ! – საჯაროდ აცხადებს მსახიობ კოტე თოლორდავას ქვრივი განო მელითაური და იმ ფსიქოლოგიურ ტერორზე საუბრობს, რომელიც მის მიმართ ბოლო პერიოდში ხორციელდება.

განო მელითაური:

“ყველა, ვინც კოტე თოლორდავაზე, რომელიც მთელმა საქართველომ დაიტირა, მირეკავს როგორც ცოცხალზე, მიყვება როგორ დაინახა ქუჩაში, ან რომ მასთან საუბარი უნდა და სასწრაფოდ დავალაპარაკო, რომ ონლაინ კრედიტი ჰქონდა და მე ვმალავ და არ ვალაპარაკებ, რომ ჰქონდა ხილვა და ნამდვილად ცოცხალია, ყველა როგორც ერთი, ხართ არაადამიანები!!!!

წარმოდგენა არ გაქვთ ადამიანურ ღირებულებებზე, განსაცდელზე, რომელშიც ჩვენი ოჯახი იმყოფება, დანაკარგზე, რომელსაც სამყაროში ვერაფერი აგვინაზღაურებს და ტკივილებზე, რომელსაც ყოველდღიურად განვიცდით!

შეწყვიტეთ! რადგან თითოეული ასეთი ზარის შემდეგ დემორალიზებული და განადგურებული ვარ და მთელი თერთმეტთვიანი ძალისხმევა, ცხოვრების გაგრძელება შევძლო, წყალში იყრება!”