ვერა წიგნაძეს ოპერის სკვერში დაკრძალავენ

vera-wignadze1231– ვერა წიგნაძეს დაკრძალავენ ოპერის სკვერში… იქ, სადაც არ არის დაკრძალული დავით ანდღულაძე, პეტრე ამირანაშვილი და ვახტანგ ჭაბუკიანი… უსამართლობა ისაა, რომ ადგილი ერთიღაა დარჩენილი… – ამ განცხადების ავტორი ლეგენდარული საოპერო მომღერლის ზურაბ ანჯაფარიძის ვაჟი, ზურიკო ანჯაფარიძეა.

ქართულ საბალეტო სამყაროში ერთ-ერთ გამორჩეულ ბალერინას მაყურებელი 21 ივნისს გამოემშვიდობება. მოცეკვავეს უკანასკნელ გზაზე გააცილებენ მისი მოსწავლეები, კოლეგები, თეატრის შემოქმედებითი კოლექტივი.

ვერა წიგნაძის გამოსვენება ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრიდან 14 საათზე შედგება. უდიდეს ქართველ ბალერინას თეატრის ეზოში დაკრძალავენ.