4 ივნისი, 2016

“უჯიშო ხალხი ხართ!”

sastumro-rustavelze1“არანორმალურები ხართ! ავადმყოფები! სამარცხვინოები! როგორ ბედავთ!!!! ამ სასტუმროს უკან ჰორიზონტია? მთაწმინდაა… მემორიალური დაფა აქვს იმ შენობას… 9 მარტს დაღუპული მამულიშვილების… მოკლედ, უჯიშო ხალხი ხართ! აღარ შეგრჩებათ!!!” – ამ მიმართვის ავტორი ლიტერატურის მუზეუმის თანამშრომელი ნანა კობალაძეა, რომელიც თბილისში, რუსთაველის 12 ნომერში კავშირგაბმულობის სახლის ადგილზე 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებს.

ამ ადგილას მუხრან-ბატონის სასახლე იდგა, თუმცა ხანძრის შედეგად მხოლოდ კედლები დარჩა და მოგვიანებით ეს ადგილი კავშირგაბმულობის შენობის ასაგებად გამოიყო.

ახლა კი შუაგულ თბილისში მსოფლიო ბრენდის სასტუმრო აშენდება:

“თბილისში, რუსთაველის 12 ნომერში 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო Four Season Hotel Georgia აშენდება. Four Seasons Hotels And Resort-ს არის მსოფლიო ბრენდი,მისი სასტუმროები წარმოდგენილია: ამერიკაში, იტალიაში, ინგლისში, რუსეთში, აზერბაიჯანში და სხვა ქვეყნებში.Four Season Hotel Georgia-ს მშენებლობაში ჩაიდება 70 მლნ $-ის ინვესტიცია. მშენებლობის დროს დასაქმდება 300 ადამიანი,ხოლო მშენებლობის დასრულების შემდეგ მუდმივად დასაქმდება 150 ადამიანი. მშენებლობას კომპანია Shin Takamatsu Architect & Associates Co განახორციელებს. Four Seasons Hotels And Resort-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში არის კომპანია “აირზენა.”