17 ივნისი, 2016

თინა კანდელაკი მალულად გათხოვდა

tina-kandelaki1ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტელეწამყვანი თინა კანდელაკი მალულად გათხოვდა. ქართველი ჟურნალისტი, რომელიც წლებია რუსეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს, მასზე 10 წლით უმცროს მამაკაცზე დაქორწინდა.

თინა 11 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მისი ორი შვილის მამას, ბიზნესმენ ალექსანდრ კონდრახინს გაშორდა და პირადი ცხოვრების მოწყობაზე მალევე დაიწყო ფიქრი.

მან არჩევანი 29 წლის ვასილი ბროვკოზე შეაჩერა, თუმცა მეორედ გათხოვების ამბავი საკმაოდ ოსტატურად დამალა.

რამდენიმე დღის წინ კი ევრო-2016-ზე, რუსეთისა და ინგლისის ეროვნული ნაკრებების თამაშის ფრედ დასრულების შემდეგ, ტელეწამყვანმა ტვიტერზე დაწერა:

– ქმარი ექსტაზშია! მეც! მშობლიურმა მეზობელმა იმედი არ გამიცრუა!

თინას განცხადებას, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. წყვილმა უამრავი მილოცვა და საუკეთესო სურვილები მიიღო.