Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“სოფია ლორენმა ბოდიში მოიხადა”

16 ივნისი, 2016

sofia-loreni1კინოლეგენდის სოფია ლორენის საქართველოში ვიზიტს არა მარტო ქართული, არამედ მსოფლიო პრესა აქტიურად გამოეხმაურა.

მსახიობი თბილისში მსოფლიო პრემიერაზე დასაწრებად საპატიო სტუმრის სტატუსით ჩამოვიდა და ნინო სურგულაძის მიერ დაარსებულ საქველმოქმედო ფონდს “ნატვრის ხე” ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად მხარდაჭერა გამოუცხადა.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა შეხვედრები პრემიერ მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, უწმინდესთან და უნეტარესთან, ილია მეორესთან. პრემიერ მინისტრი თავად ეწვია სოფია ლორენს სასტუმროში, პატრიარქთან მისვლა კი 81 წლის მსახიობმა ვერ შეძლო.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მსოფლიო კინოვარსკვლავმა სოფია ლორენმა განაცხადა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს არ შეხვდებოდა.

ამ საკითხზე საქველმოქმედო ფონდმა “ნავტრის ხე” სპეციალური განცხადება გაავრცელა:

“მსგავსი შინაარსის განცხადება სოფია ლორენს არ გაუკეთებია, მეტიც, მან ბოდიში მოიხადა დაგეგმილ შეხვედრაზე ვერმისვლის გამო.

მსახიობი დილით, გამთენიისას, დაგვიანებით შესრულებული რეისით ჩამოფრინდა, რომელიც თითქმის 2 საათი ტურბონენტულ ზონაში იყო, რის გამოც სოფია ლორენი თავს შეუძლოდ გრძნობდა და მის უწმინდესობასთან შესახვედრად საპატრიარქოში მისვლა ვერ შეძლო, აღსანიშნავია, რომ მსახიობი 81 წლის არის.

ასევე აღსანიშნავია, რომ პრემიერი პირადად მივიდა ვარსკვლავის მოსანახულებლად “რუმს ჰოტელში”.

სოფია ლორენს ოპერაში, საპატრიარქოს წარმომადგენლები შეხვდნენ და მას პატრიარქის მიერ გაგზავნილი საჩუქარი, თამარ მეფის ჯვრის ანალოგი გადასცეს.

მსახიობმა საპატრიარქოს წარმომადგენლებს არშემდგარი შეხვედრის მიზეზი პირადად გააცნო და მის უწმინდესობას ბოდიში მოუხადა.

სოფია ლორენის თქმით, ის აუცილებლად შეხვდება პატრიარქს სხვა დროს, რადგან მის შესახებ ბევრი სმენია და სურს, პირადად გაიცნოს.

მსახიობმა აღნიშნა, რომ პატრიარქის მიერ ნაჩუქარ ჯვარს ამ დღიდან დიდი სიყვარულით ატარებს.

გავრცელებული ინფორმაცია კი არის დეზინფორმაცია, რომელიც ფონდ „ნატვრის ხისა“ და მისი უწმინდესობის იმიჯის შებღალვას ემსახურება.”